12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა
12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა

ივნისის მონაცემებით, 12 ქვეყნიდან საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 100 პროცენტზე მეტით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ეროვნული ადმინისტრაციის ვებგვერდზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობითაა გამოქვეყნებული.

რაოდენობრივად, ყველაზე დიდი ზრდა საუდის არაბეთიდან დაფიქსირდა. თუ 2018 წლის ივნისში საქართველოში ამ ქვეყნიდან 4 697 ვიზიტი შედგა, წელს რაოდენობა 10 697-მდე გაიზარდა (+127.7 პროცენტი).

უზბეკეთიდან ივნისში საქართველოში 1 486 ვიზიტი შედგა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 144.8 პროცენტით მეტია.

1 052 ვიზიტორი ეწვია საქართველოს ყირგიზეთიდან (+110.4%), 506 – ტაჯიკეთიდან (+228.6%), 283 – მალაიზიიდან (+148.2%), 85 – ნიგერიიდან (+112.5%), 41 – მალტიდან (+105%), 33 – სომალიდან (+312.5%), 21 – კუბადან (+162.5%), 16 – ლიბიიდან (+300%), 12 – დომინიკიდან (+140%), ოთხი კი გაბონიდან (+300%).