მე-12 კლასელთა ოთხმა პროცენტმა გამოსაშვები გამოცდა ისტორიაში ვერ ჩააბარა
მე-12 კლასის მოსწავლეებმა დღეს ისტორიის გამოცდა ჩააბარეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზღვარი წარმატებით 96%-ზე მეტმა აპლიკანტმა გადალახა.
მეთორმეტე კლასელებმა უცხო ენების გამოცდა გუშინ ჩააბარეს, ზღვარი ვერ გადალახა აპლიკანტების 11-მა პროცენტმა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, 21 მაისს ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 97% -ზე მეტმა.
მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყო. 23 მაისს ისინი გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში, 24 მაისს კი ქიმიაში ჩააბარებენ.