მე-12 კლასელთა ოთხმა პროცენტმა გამოსაშვები გამოცდა ისტორიაში ვერ ჩააბარა

18:14, 22.05.2018

მე-12 კლასის მოსწავლეებმა დღეს ისტორიის გამოცდა ჩააბარეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზღვარი წარმატებით 96%-ზე მეტმა აპლიკანტმა გადალახა​.

მეთორმეტე კლასელებმა უცხო ენების გამოცდა გუშინ ჩააბარეს, ზღვარი ვერ გადალახა აპლიკანტების 11-მა პროცენტმა.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, 21 მაისს ზღვარი წარმატებით გადალახა მოსწავლეთა 97% -ზე მეტმა.

მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები 20 მაისს დაიწყო. 23 მაისს ისინი გამოცდებს მათემატიკასა და ფიზიკაში, 24 მაისს კი ქიმიაში ჩააბარებენ.

მსგავსი