საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) 12 დეკემბერს საჯარო სხდომაზე განიხილავს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში მოქმედი კომპანიების მიერ სატარიფო განაცხადებით წარმოდგენილ, მომდევნო წლების საინვესტიციო გეგმებს.
კერძოდ, კომისია იმსჯელებს სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სს „საქრუსენერგოს“, შპს „ენერგოტრანსის“, შპს „ვარდნილჰესების კასკადის“, შპს „ენგურჰესის“ მიერ მომდევნო წლებში განსახორციელებელი ინვესტიციების შესახებ.
ამავე სხდომაზე მოხდება შეთანხმება სს „თელასის“, სს „ენერგო პრო ჯორჯიას“, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“, შპს „მცხეთის წყალის“ შპს „რუსთავის წყალის“ 2018-2020 წლების საინვესტიციო გეგმებზე.
ამასთანავე, კომისია იმსჯელებს საქართველოს ენერგოსისტემის ელექტრულ ქსელებში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დამტკიცების შესახებ კომისიის აპარატის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის წარმოდგენილ პროექტზე.
სემეკში საჯარო სხდომა დაიწყება 10:00 საათზე.