12 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებულ ხუთ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდა, ერთს კი, სიტყვიერი შენიშვნა მიეცა
12 დეკემბერს პარლამენტთან დაკავებულ ხუთ პირს ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდა, ერთს კი, სიტყვიერი შენიშვნა მიეცა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ვალერიან ფილიშვილმა 12 დეკემბერს, პარლამენტთან აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული ხუთი პირი დააჯარიმა, ერთს პირს კი, სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

გადაწვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ გამოცხადდა.

კერძოდ, „ახალი საქართველოს“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს 2000-ლარიანი ადმინისტრაციული ჯარიმა შეეფარდა.

მოსამართლის გადაწყვეტილებითვე, ზურაბ კოსტავა 1500 ლარით დაჯარიმდა, გიორგი ბუნტურს 2500-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა, ირაკლი ჯუღელს 1500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა, ირაკლი კუპრაძეს 1500-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. ნოდარ ბრეგვაძესთან მიმართებაში კი, მოსამართლე სიტყვიერი შენიშვნით შემოიფარგლა.

აღნიშნული პირები საქართველოს პარლამენტთან 12 დეკემბერს დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით დააკავეს.