რა ხდება სასამართლოში, სადაც აქციაზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს [ვიდეო]

თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ აქციის დაშლისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ექვსი პირის პროცესი მიმდინარეობს.

ამ წუთებში მოსამართლე ვალერიან ფილიშვილი ლევან კაჭარავს, პაატა სოსანაშვილის, დიმიტრი ბიძინაშვილის, გიგა მაქარაშვილის, ირაკლი ნადირაძის და დავით მჟავანაძის ადმინისტრაციულ საქმეს განიხილავს.

ადვოკატები საქმის ხვალამდე გადადებას ითხოვდა მასალების გასაცნობად, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 18 ნოემბერს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის სულ დაკავებულია 37 პირი. მათგან 19 პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა, 18-მა კი, დროებითი მოთავსების იზოლატორში გაატარა ღამე.