ქალთა შორის 12.5 კილომეტრიანი მას-სტარტი კუზმინამ მოიგო | ბიატლონი
დღეს, ჩეხურ ქალაქ ნოვო-მესტოში, მიმდინარე მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე დასკვნითი რბოლები გაიმართა. კაცების მას-სტარტის შემდეგ, ქალებშიც 12.5 კილომეტრიანი მას-სტარტი გაიმართა, სადაც პირველი ადგილი სლოვაკმა ანასტასია კუზმინამ დაიკავა.
მეორე ადგილზეც სლოვაკეთის წარმომადგენელი პაულინა ფიალკოვა გავიდა, მესამე კი ფრანგი ბიატლონისტი იყო. დღევანდელი რბოლებით მსოფლიო თასის მესამე ეტაპი დასრულდა.
ამ გამარჯვების შემდეგ კუზმინას 237 ქულა დაუგროვდა და საერთო ჩათვლაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.