ქალთა შორის 12.5 კილომეტრიანი მას-სტარტი კუზმინამ მოიგო | ბიატლონი
 ქალთა შორის 12.5 კილომეტრიანი მას-სტარტი კუზმინამ მოიგო | ბიატლონი

​დღეს, ჩეხურ ქალაქ ნოვო-მესტოში, მიმდინარე მსოფლიო თასის მესამე ეტაპზე დასკვნითი რბოლები გაიმართა. კაცების მას-სტარტის შემდეგ, ქალებშიც 12.5 კილომეტრიანი მას-სტარტი გაიმართა, სადაც პირველი ადგილი სლოვაკმა ანასტასია კუზმინამ დაიკავა.

მეორე ადგილზეც სლოვაკეთის წარმომადგენელი პაულინა ფიალკოვა გავიდა, მესამე კი ფრანგი ბიატლონისტი იყო. დღევანდელი რბოლებით ​მსოფლიო თასის მესამე ეტაპი დასრულდა.

ამ გამარჯვების შემდეგ კუზმინას 237 ქულა დაუგროვდა და საერთო ჩათვლაში მეშვიდე ადგილზე იმყოფება.