11 ბრძოლა და 11 გამარჯვება - ტოჩინოშინი ნაცუ ბაშოზე ლიდერობას ინარჩუნებს [ვიდეო]
ნაცუ ბაშოს მე-11 დღეს ლევან გორგაძე ყოფილ ოძეკის, კოტოშოგიკუს დაუპირისპირდა და ძალიან ეფექტური – უვატენაგეს ილეთით დაამარცხა.
პირველი შეჯახების შემდეგ ტოჩინოშინმა უპირატესობა მოიპოვა, მეტოქის მავაშიზე მარცხენა ხელით ჩავლება აიღო და ბრწყინვალე ილეთი შეასრულა.
ქართველ სეკიტორის 11 ბრძოლიდან 11-ივე მოგებული მაქვს და წესით გაზაფხულის ბაშოს დასრულების შემდეგ ოძეკის ტიტული უნდა მიიღოს.
მისი ხვალინდელი მეტოქე სუმოს ცოცხალი ლეგენდა, იმპერატორის თასის 40-გზის მფლობელი იოკოძუნა ჰაკუჰოა. ტოჩინოშინს იგი ოფიციალურ შეხვედრაში დამარცხებული არ ჰყავს (0:25).