ამირან გამყრელიძე – უახლოეს პერიოდში მიზნობრივ ტესტირებაში სტომატოლოგები და ფარმაცევტები ჩაერთვებიან
ამირან გამყრელიძე – უახლოეს პერიოდში მიზნობრივ ტესტირებაში სტომატოლოგები და ფარმაცევტები ჩაერთვებიან

მიზნობრივ ტესტირებაში უახლოეს პერიოდში სტომატოლოგები და ფარმაცევტები ჩაერთვებიან, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა,

„დღეს ტესტირება უტარდება ცხელებისა და „კოვიდის“ კლინიკების, ასევე საკარანტინო სივრცეების ბენეფიციარებს, ემერჯენსის თანამშრომლებს, დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს, სხვა სტაციონარების პაციენტებს, ვისაც ცხელება ან პნევმონია აქვთ, ცხელების კლინიკების პერსონალს, სასწრაფოს თანამშრომლებს, თვითიზოლაციაში მყოფებს გამოსვლის დროს, თავშესაფრების ბენეფიციარებსა და მათ პერსონალს და საკარანტინო სივრცის პერსონალს. ასევე, საკარანტინო სივრციდან ვინც გამოდიან, მე-13 მე-14 დღეს ვტესტავთ. ამან ძალიან დიდი შედეგი მოგვცა. დღესაც რამდენიმე შემთხვევა სწორედ დადასტურდა საკარანტინო სივრციდან. ტესტირება უტარდებათ საბაჟო და სასაზღვრო გამშვები პუნქტების თანამშრომლებს, ჩვენი ცენტრისა და ზოგადად, ეპიდემიოლოგიური სამსახურის, ტუბერკულოზის დადასტურებული შემთხვევების, ასევე ჩვენი ლაბორატორიების თანამშრომლებს. ორ-სამ დღეში დაიწყება ტრაილერების მძღოლებისა და ამის შემდეგ უკვე ჩვენ საუბარი გვაქვს და ვემზადებით სტომატოლოგების ტესტირების დასაწყებად. დაიწყება მათი გადამზადება, რომ ნიმუშები თვითონ აიღონ, მიმდინარეობს საუბარი სტომატოლოგთა ასოციაციებთან და ასევე ფარმაცევტების ტესტირებაც მოხდება. ეს არის უკვე რაც გვაქვს გეგმაში“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.