კანადაში, ტორონტოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლა იყო.
უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღვოდა მამაკაცების ორ ჯგუფს შორის შელაპარაკება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიცია ორ ეჭვმიტანილს ეძებს.