​ტორონტოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლა იყო

10:30, 31.08.2018

​კანადაში, ტორონტოს ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში სროლა იყო.

უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან მოქალაქეთა ევაკუაცია განახორციელეს.

გავრცელებული ინფორმაციით, სროლას წინ უძღვოდა მამაკაცების ორ ჯგუფს შორის შელაპარაკება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიცია ორ ეჭვმიტანილს ეძებს.

მსგავსი