​თემურ მურღულია - რაც უფრო წინ მიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროგრესი, უფრო მეტად ცხარდებიან ამ ისტორიული პროექტის მოწინააღმდეგენი
​თემურ მურღულია - რაც უფრო წინ მიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროგრესი, უფრო მეტად ცხარდებიან ამ ისტორიული პროექტის მოწინააღმდეგენი

რაც უფრო წინ მიდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის პროგრესი, უფრო მეტად ცხარდებიან ამ ისტორიული პროექტის მოწინააღმდეგენი, – ამის შესახებ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თემურ მურღულია

„არ მიკვირს, რომ პერიოდულად ეს ტალღა გორდება და ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ახლა ამბობენ, რომ ტექნოლოგიური თითქოს არ იქნება 60 ათასიანი. ვაცხადებ, რომ როგორც კი უნივერსიტეტი 15 ათასიან ნიშნულს მიუახლოვდება, გაფართოების რესურსიც არის და უნივერსიტეტის ზრდა არ შეჩერდება. პირველივე წელს ვიწყებთ 2 ათასის აკადემიური სიმძლავრით და მინდა გითხრათ, რომ ეს ძალიან ბევრია. თუ ვინმე თვლის რომ პირველივე წელს შეიძლება უნივერსიტეტმა მიიღოს თუნდაც 15 ათასი ბავშვი ეს არის არასერიოზული მიდგომა“,- აცხადებს თემურ მურღულია.

მისი თქმით, აღნიშნული უნივერსიტეტი იქნება ძალიან მაღალი კლასის და ამ საქმეში მთავარი პარტნიორი იქნება მიუნხენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს დაეხმარება იქცეს ევროპული დონის სასწავლებლად.

ტექნოლოგიურში იქნება ძალიან მკაცრი გამოცდები, ეს უნივერსიტეტი იქნება ძალიან მაღალი კლასის, მე ამ წუთსაც ბრიუსელში ვარ, ვხვდები „მაიკროსოფტს“, რომელიც შესაძლოა გახდეს ჩვენი უნივერსიტეტის პარტნიორი ბევრ სხვა პარტნიორთან ერთად. ჩვენი მთავარი პარტნიორი არის მიუნხენის ტექნოლოგიური, რომელიც გვეხმარება ქუთაისის ტექნოლოგიური ვაქციოთ ევროპული დონის უნივერსიტეტად. უნივერისტეტი იზრდება, შენდება, ვითარდება და იმ ხალხს, რომელიც 6 თვის წინაც იძახდა – უნივერსიტეტი ტყუილია და ფარსიაო ეს რა თქმა უნდა, არ უხარია. რამდენი ტყუილიც არ უნდა გაავრცელონ ფაქტი სახეზეა, უნივერსიტეტი შენდება, სტუდენტებს მიიღებს, განვითარდება და ეტაპობრივად გავა სრულ დატვირთვაზე“,- აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.