თემურ მურღულია – დიდი წიგნები დაიყოფა სექციებად, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, გაცილებით მსუბუქი წიგნები ატარონ

12:27, 05.03.2018

მოხდება ქაღალდის პარამეტრების შეცვლა და დიდი წიგნები დაიყოფა სექციებად, რაც ბავშვებს საშუალებას მისცემს, გაცილებით მსუბუქი წიგნები ატარონ, – ამის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ თემურ მურღულიამ წიგნების წონასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, არის მოლოდინი რომ წიგნების ხარისხი გაცილებით უკეთესი იქნება.

„სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირდებოდა გაცილებით უკეთესი წიგნები, შეიცვალა მთლიანად ეროვნული სასწავლო გეგმა, შეიცვალა წიგნების შეფასების კრიტერიუმები. ხარისხი, მოლოდინი არის, რომ იქნება შეუდარებლად უკეთესი. რაც შეეხება წონას, აქ ორი მიმართულებაა. ერთი – ეს არის ქაღალდის პარამეტრების შეცვლა, თუმცა იქაც ძალიან ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი, მეორე – დიდი წიგნები დაიყოფა სექციებად, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ ბავშვმა გაცილებით მსუბუქი წიგნი ატაროს“,- განაცხადა მურღულიამ.

მსგავსი