სირიაში, აღმოსავლეთ ღუტაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონა პირველად შევიდა
სირიის სამოქალაქო ომში ყველაზე სისხლიანი საომარი მოქმედებების ადგილას, აღმოსავლეთ ღუტაში ჰუმანიტარული დახმარების კოლონა პირველად შევიდა, თუმცა მთავრობამ სამედიცინო საშუალებების ნაწილი ჩახსნა და ავიაიერიშების მიტანა გააგრძელა.
კოლონამ, რომელიც 40 სატვირთოსგან შედგებოდა, ადგილზე ცხრასაათიანი ყოფნის განმავლობაში ჰუმანიტარული ტვირთის ბოლომდე დაცლა ვერ მოახერხა. ჰუმანიტარული ორგანიზაციის ოფიციალური პირების განცხადებით, დამხმარე კოლონის შემადგენლობიდან არავინ დაზიანებულა და უკლებლივ ყველა უკან, დამასკოში დაბრუნდა.
ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთის მხარდაჭერით სირიის არმიამ აღმოსავლეთ ღუტას მესამედზე მეტი დაიკავა. მიმდინარე საომარი მოქმედებები ღუტას ორ ნაწილად გაყოფის საფრთხის ქვეშ აყენებს. სირიის მთავრობა არ ითვალისწინებს დასავლეთის გაფრთხილებებსა და ბრალდებებს, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას ეხება.
გაერო-ს ცნობით, 400 000-ზე მეტი ადამიანია ჩაკეტილი ალყაშემორტყმულ ანკლავში. მათი საკვები და სამედიცინო საშუალებები კი უკვე გამოლევის პირას იყო ორი კვირის წინაც, სანამ აღმოსავლეთ ღუტაზე აქტიური ავიაიერიშები დაიწყებოდა.