რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ ხელი მოაწერა
თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ ხელი მოაწერა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
მედიის ცნობით, ოქმი თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალურ გაზეთში გამოქვეყნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ძალაში შევიდა. ამ ნაბიჯით თურქეთმა სრულად დაამტკიცა შვედეთის შესვლა ნატო-ში.
23 იანვარს თურქეთის დიდმა ეროვნულმა ასამბლეამ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. წინადადებას პარლამენტის 346 წევრიდან 287 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი იყო 55, ხოლო ოთხმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა. უნგრეთი რჩება ალიანსის ერთადერთ ქვეყანად, რომელსაც ჯერ კიდევ არ მოუხდენია შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის რატიფიცირება.