​ქართულ მედიაში სიტყვა "საახალწლო" 824-ჯერ ახსენეს
​ქართულ მედიაში სიტყვა "საახალწლო" 824-ჯერ ახსენეს

ბოლო ორი თვის განმავლობაში, ქართულ მედიაში სიტყვა “საახალწლო” 824-ჯერ ახსენეს.

“საყოველთაო დღესასწაულის პერიოდში წინასაახალწო მედია პოზიტიურია. სიტყვა “საახალწლო” გვხვდება სტატიებსა და სიუჟეტებში, ამათგან ყველაზე ბევრჯერ ინტერნეტ მედიაში”, – ვკითხულობთ “აიფიემ”-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში.

კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ ქართული მედია წინასაახალწლო პერიოდში ყველაზე ხშირად ნაძვის ხეებზე საუბრობდა.

“აიფიემის” კვლევის მონაცემებით, ​მედიაში განხილულია დედაქალაქში თუ სხვა ქალაქებსა და რეგიონებში დამონტაჟებული ნაძვის ხეები. ასევე, ყველაზე ხშირად დედაქალაქის საახალწლო განათება და მისი ღირებულების განხილვა გვხვდება.

სხვადასხვა ბანკისა და კერძო კომპანიების სარეკლამო საახალწლო რგოლებიც მედიის ობიექტივში მოექცა.

ბიზნეს კომპანიების საახალწლო აქტივობები მრავალფეროვნად არის გაშუქებული და საკმაოდ ინფორმატიულია სხვადასხვა შენაძენის გაკეთებით დაინტერესებული მომხმარებლისათვის.