კორონავირუსის საფრთხის გამო დუბლინში „გუგლის“ თანამშრომლები სახლიდან იმუშავებენ
კომპანია „გუგლმა“ კორონავირუსის საფრთხის გამო დუბლინის ფილიალის თანამშრომლებს მოუწოდა, სახლიდან იმუშაონ.
„სიენენის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დუბლინის ფილიალში ერთ-ერთი ადამიანი გრიპისმაგვარი სიმპტომებით მივიდა. ამ ადამიანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.
„ჩვენ ზომებს ვიღებთ, რათა დავიცვათ სამუშაო გარემოს უსაფრთხოება. ამის გამო მოვუწოდეთ დუბლინის გუნდს, რომ იმუშაონ სახლებიდან“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.
„გუგლის“ დუბლინის ფილიალში რვა ათასი ადამიანი მუშაობს.