​კორონავირუსის საფრთხის გამო დუბლინში „გუგლის“ თანამშრომლები სახლიდან იმუშავებენ 

17:02, 03.03.2020

კომპანია „გუგლმა“ კორონავირუსის საფრთხის გამო დუბლინის ფილიალის თანამშრომლებს მოუწოდა, სახლიდან იმუშაონ.

სიენენის“ ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება კომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც დუბლინის ფილიალში ერთ-ერთი ადამიანი გრიპისმაგვარი სიმპტომებით მივიდა. ამ ადამიანს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა.

„ჩვენ ზომებს ვიღებთ, რათა დავიცვათ სამუშაო გარემოს უსაფრთხოება. ამის გამო მოვუწოდეთ დუბლინის გუნდს, რომ იმუშაონ სახლებიდან“, – განაცხადა კომპანიის წარმომადგენელმა.

„გუგლის“ დუბლინის ფილიალში რვა ათასი ადამიანი მუშაობს.

მსგავსი