ჩინეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ჩინეთში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ექვსი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა დღესთან შედარებით ოთხით ნაკლებია.
ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ჩინეთის ჯანდაცვის ეროვნულ კომისიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ახალი შემთხვევებიდან ორი იმპორტირებულია. ამასთან, წინა დღესთან შედარებით, შვიდით გაიზარდა და 34 შეადგინა ახალმა უსიმპტომო შემთხვევებმა.
ბოლო 24 საათში ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვალების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ოფიციალური მონაცემებით, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა 4 632-ს შეადგენს.
გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების სულ 82 804 შემთხვევა, აქედან 79 983 გამოჯანმრთელდა.