​ბულგარეთისა და თურქეთის დამაკავშირებელი ახალი გაზსადენი გაიხსნა
​ბულგარეთისა და თურქეთის დამაკავშირებელი ახალი გაზსადენი გაიხსნა

​ბულგარეთისა და თურქეთის დამაკავშირებელი ახალი გაზსადენი გაიხსნა.

ცერემონიალს ბულგარეთის პრემიერ მინისტრი ბოიკო ბორისოვი და თურქეთის ენერგეტიკის მინისტრი დაესწრნენ. თავის გამოსვლაში ბულგარეთი მთავრობის მეთაურმა პროექტის მხარდაჭერისთვის მადლობა თურქეთის პრეზიდენტს გადაუხადა.

მისივე თქმით, ახალი მილსადენით ბულგარეთი გაზს როგორც თურქეთიდან, ისე აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან მიიღებს.

ახალი გაზსადენი ე.წ. თურქული ნაკადი ნაწილია და მისი საშუალებით გაზს ბალკანეთის ქვეყნის გავლით დასავლეთ ევროპის ქვეყნები მიიღებენ.

ახალი მილსადენი ტრანსბალკანური გაზსადენის გამტარუნარიანობას გაზრდის.„თურქული ნაკადის“ საშუალებით რუსეთი გეგმავს ევროპას გაზი უკრაინის გვერდის ავლით მიაწოდოს.