ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 21 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან ცხრა საყურადღებოა
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში 44 პაციენტი მკურნალობს, მათგან 21 კორონავირუსით არის ინფიცირებული. ამის შესახებ კლინიკის ინფექციონისტმა, ნიკოლოზ ზუბადალაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ინფიცირებულ პაციენტთაგან ცხრა საყურადღებოა. შვიდი პაციენტი არასრულწლოვანია.
„მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. შესაძლებელია, შევაფასოთ საშუალო სიმძიმის მდგომარეობით. ახალი პასუხები არც ერთი არ მოსულა. სასულიერო პირის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გაუარესება არ აღენიშნება. ხვალ ველოდებით ხუთი პაციენტის პასუხს, რომლებიც ცხელებით არიან შემოსული“, – განაცხადა ნიკოლოზ ზუბადალაშვილმა.