საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 56 569 ბავშვი დაიბადა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია
საქსტატის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოში 56 569 ბავშვი დაიბადა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია

საქართველოში დედობის ასაკი გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2016 წელს, ბოლო 1990-იანი წლების შემდეგ პირველად, დაფიქსირდა ფაქტი, როდესაც 25 წლიდან 29 წლამდე ასაკში უფრო მეტმა ქალმა გააჩინა შვილი, ვიდრე 20-24 წლამდე ასაკში. წინა წლებში, ტრადიციულად, ყველაზე მეტ ბავშვს 20-დან 24 წლამდე ქალები აჩენდნენ.

მაგალითად, 2009 წელს ამ ასაკში ბავშვი 23 ათასამდე ქალმა გააჩინა, 25-დან 29 ასაკში კი 17 250-მა ქალმა. მომდევნო წლებში პირველ კატეგორიაში მშობიარობის მაჩვენებელი მცირდებოდა და 2015 წელს 17 894 შეადგინა. ამავე წელს 24-29 წლების ასაკში გაჩენილი ბავშვების რაოდენობა 17 712 იყო. 2016 წლის მაჩვენებლებით კი, 20-დან 24 წლამდე ასაკში ბავშვი 15 643-მა ქალმა, ხოლო 24-დან 29 წლამდე ასაკში 17 594-მა ქალმა გააჩინა.

საქსტატის მონაცემებით, ბოლო წლებში ასევე იზრდება 30-34 წლების ასაკის დედების მიერ გაჩენილი ბავშვების რაოდენობა: თუ ეს რიცხვი 2008 წელს 8400-მდე იყო, 2016-ში უკვე 11 700-მდე გაიზარა. ზრდის ტენცენციაა 35-39 წლამდე ასაკში ნამშობიარევ ქალებს შორისაც: 2008 წელს – 3 487, ხოლო 2016 წელს 5 539. 817-დან 1 386-მდე გაიზარდა ბოლო 8 წელიწადში იმ ქალების რაოდენობა, რომლებმაც შვილი 40-დან 44 წლამდე ასაკში გააჩინეს. სტატისტიკის თანახმად, შარშან 45 წლის ზემოთ ასაკში დედა 208 ქალი გახდა. აღნიშნული მაჩვენებლები არ ასახავს მხოლოდ პირველი შვილის დაბადებას.

რაც შეეხება 20 წლამდე ასაკის ქალებს, მათ შორის გასულ წელს ბავშვი 4 467-მა გააჩინა. შედარებისთვის: 2009 წელს ეს მაჩვენებელი 8 896 იყო და მას შემდეგ შემცირების ტენდენციით ხასიათდება.

სულ 2016 წელს საქართველოში 56 569 ბავშვი დაიბადა, რაც 2009 წლის შემდეგ (63 377) ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.