რიგი. ზამთრის მოღრუბლული დღე ზურგსუკან დარჩა, მათხოვართან. ლაბირინთში ერთი დროა, ერთი ამინდი. ერთი დრო და ერთი ამინდი უდროობასა და უამინდობას ნიშნავს. უამინდობის, უდროობის ლაბირინთში ვიწყებ ნადირობას. ნაბიჯი ჩემი – შენელებული, მზერა ჩემი – დაკვირვებული; სხვა ლოკაციაა, სხვა მდგომარეობა –

 

 

მიწისქვეშეთი


ნათურები ბეტონის კედლებზე, ნათურები ბეტონის ჭერზე, ხალხის მოძრაობა.

არაჯანსაღი მომწვანო ათინათი სახეებზე.

ზზზ-ბგერა.

აცვიათ ზამთრის შესაბამისად, მაგრამ ზამთარი სხვაგანაა, სადაც არსებობს – თოვლი, წვიმა, ქარი, ღრუბელი; ზამთარი იქაა, სადაც არსებობს დრო – დილა, შუადღე, საღამო, ღამე.

აქ ეს არ არის.

ამიტომაც რჩება შეგრძნება, რომ მიწისქვეშეთის ბაზრობა რომელიღაც ბაზრობის გამოძახილია, სხვა სამყაროს ექოა, ზესკნელის ჭაობისფერი ანარეკლია კოსმიურ ქვესკნელში, სადაც ცხადად არსებობ, მოგზაურობ, ფიქრობ, განიცდი, ნამდვილად ხარ, ოღონდ სიზმარში.

 

1 2 3 4 5 6