ირაკლი სამსონაძე
ირაკლი სამსონაძე

ირაკლი სამსონაძე დაიბადა 1961 წელს თბილისში. 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. 1989-1996 წწ. იყო გამომცემლობა „მერანის“ თანამშრომელი; ალმანახ  „დრამატურგის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე და მთავარი რედაქტორი. არის 17 პიესის ავტორი. 2000 წელს გამოცემული აქვს პიესების კრებული „ტრიპტიქი“; 2001 წელს – მოთხრობების წიგნი „გარეუბანი“, 2002 წელს კი – რომანი „ყურთბალიში“.

ირაკლი სამსონაძეს 2004 წელს გადაეცა ლიტერატურული პრემია „საბა“ წლის საუკეთესო პიესისთვის. ასევე არის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში.