* * *

ფოთოლი იგრძნობს ყველაზე ადრე,

დაეუფლება ტოტებს თანდათან,

ჟრუანტელივით დაუვლის ჭადრებს

და ფესვებამდე ცივად გაატანს.

გვიან იგრძნობენ რკინის ბოძებიც,

მიეძალება ფერმკრთალ ვიტრინებს,

ღიადარჩენილ ფანჯრებს მოძებნის,

მერე სიმღერის ხმაზე იტირებს.

დაუბრუნდება ისევ ქალბატონ

ჩინარებს, როგორც სიყრმის სათავეს,

და… როცა ქარი უნდა დახატონ,

ტოტებგადახრილ ხეებს ხატავენ.

1962

1 2 3 4 5 6 7 8 9