ვახტანგ ჯავახაძე
ვახტანგ ჯავახაძე
ვახტანგ ჯავახაძე (1932 წელი) – პოეტი, მწერალი, მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა “სახელგამში” მხატვრული ლიტერატურის რედაქციის რედაქტორად. 1980 წლიდან გამომცემლობა “საქართველოს” მთავარი რედაქტორია. ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველის სახელობის, საბასა (ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის) და გალას (ნომინაციაში: “წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი” წიგნისათვის “უცნობი (აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა)“, 2008) პრემიების ლა...

ვახტანგ ჯავახაძე (1932 წელი) – პოეტი, მწერალი, მთარგმნელი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივრსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო გამომცემლობა “სახელგამში” მხატვრული ლიტერატურის რედაქციის რედაქტორად. 1980 წლიდან გამომცემლობა “საქართველოს” მთავარი რედაქტორია.

ვახტანგ ჯავახაძე არის შოთა რუსთაველის სახელობის, საბასა (ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის) და გალას (ნომინაციაში: “წლის საუკეთესო სამაგიდო წიგნი” წიგნისათვის “უცნობი (აპოლოგია გალაკტიონ ტაბიძისა), 2008) პრემიების ლაურეატი. ასევე, მიღებული აქვს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია.

ვახტანგ ჯავახაძეს თარგმნილი აქვს ვლადიმერ მაიაკოვსკის ოთხი პოემა: “ხერხემლის ფლეიტა”, “შარვლიანი ღრუბელი”, “მიყვარს”, “მთელი ხმით”.

მეტი მაჩვენე ნაკლები