თითქმის არცერთ მათგანს სახეზეც კი არ ვიცნობდი,

მხოლოდ სახელები მეცნობოდა. ამ ამბავმა პირველად დამაფიქრა

მათზე, მთარგმნელებზე. სწორედ მაშინ მათი შრომა პირველად დავაფასე,

და შიგნით თითქოს რაღაცა ჩამწყდა მათი ფოტოების შემხედვარეს,

იატაკზე, დაცხრილული ცხედრებივით, გვერდიგვერდ რომ ელაგა.

 

სათითაოდ გამოვასვენე, და ბიძაჩემის სახლის უკან,

აყვავებული ატმების ძირას, დავმარხე ისინი:

ივანე მაჩაბელი, გერონტი ქიქოძე, არისტო ჭუმბაძე,

ერეკლე ტატიშვილი, ვახტანგ ჭელიძე, თამაზ ჩხენკელი,

გივი გეგეჭკორი, ბაჩანა ბრეგვაძე, ციალა თოფურიძე,

მის გვერდით – ნიკო ყიასაშვილი, შემდეგ – ელზა

ახვლედიანი, შემდეგ – გივი გაჩეჩილაძე, მის გვერდით კი –

გიორგი ნიშნიანიძე და ლილი მჭედლიშვილი,

და შემდეგ – ჯემალ აჯიაშვილი, დალი ფანჯიკიძე,

და შემდეგ – გურამ გოგიაშვილი,

და შემდეგ – ნანა გოგოლაშვილი, გივი შაჰნაზარი,

შემდეგ – დავით წერედიანი, ბოლოს კი – რეზო თაბუკაშვილი…

 

დიდხანს დავცქეროდი, როგორ აცვიოდათ ატმის ყვავილები,

მე უკვე მქონდა პერსონალური „მთარგმნელთა პანთეონი“,

და თითქოს ბავშვობის დანაშაულიც გამოვისყიდე,

ყველა მათგანი, ვინც იყო ფოტოებზე, მე მკვდარი მეგონა,

აბა, რა ვიცოდი, მათ უმრავლესობას ცოცხლად თუ ვმარხავდი?!

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7