და ჩემი ბიძა სახლში ბრუნდებოდა, იჯდა ურმის წალზე,

კითხვაში გართული ვერასდროს ამჩნევდა,

ხარებს რომ სახლამდე მიეღწიათ,

მშივრები იდგნენ ჭიშკართან და მორჩილად ელოდნენ,

მათი პატრონი, ალალი პატრონი, გონს როდის მოვიდოდა.

 

ყანისკენ მიმავალს მხარზე თოხი ჰქონდა გადებული,

ხელში კი წიგნი ეჭირა და გზადაგზა კითხულობდა.

სადილის დროსაც წინ მუდამ გაშლილი წიგნი ედო.

საღამოს, სტადიონზე, ფეხბურთს რომ თამაშობდნენ,

ბალახზე მიწოლილი წიგნში უფრო იყო, თამაშს კი შიგადაშიგ

ანუ მხოლოდ მაშინ გახედავდა,

ემოციებს რომ ვერ იკავებდნენ გულშემატკივრები.

 

მე მყავდა ბიძა. ხო, მყავდი, ბიძაჩემო! სახლის ერთ კედელზე

გაკრული გქონდა შავ-თეთრი ფოტოები, თუ ვინმე გკითხავდა,

ვინ იყვნენ, პასუხობდი, ღმერთები, ღმერთები არიანო,

შემკითხველი კი თავს გააქნევდა ირონიული ღიმილით.

 

 

 

1 2 3 4 5 6 7