შეუფერებელი

 

*

15:15. ჩემი კარის მეზობლის, რეზო ძიას სახლი. რეზო ძია, მისაღებ ოთახში, დივანზე ზის დამთავარი არხისსაინფორმაციო ამოშვებას უყურებს. სამზარეულოში რეზო ძიას ცოლი ციცო დეიდა და დედაჩემი მაგიდას უსხედან, ციცო დეიდას გამომცხვარ ნამცხვარს მიირთმევენ და ყავას აყოლებენ. ფარდა გადაწეულია და ფანჯრიდან მზის შუქი შემოდის.

 

ციცო დეიდა:

მეგონა, დღესაც მუშაობდი, ხომ გამოაცხადეს,

ბაზრობები შაბათ-კვირასაც იმუშავებსო.

 

დედაჩემი:

ამ შაბათ-კვირას მხოლოდ ტრანსპორტი ამოძრავდა,

სამუშაო შეზღუდვები კი იქითკვირიდან მოიხსნება. *

იქნებ, როგორმე ამოვისუნთქო, მთელი დანაზოგი

შემომემლია, ბავშვებიც ვერსად მუშაობენ,

შიგადაშიგ ჰონორარი თუ დაერიცხებათ,

წერით და თარგმნით ჩვენსქვეყანაში ვის რა უშოვია…

 

ციცო დეიდა:

შენი ჭირიმე! წერა-კითხვა ამ მთავრობას ფეხებზე კიდია!

 

დედაჩემი:

ხოდა, კარგია, ბოლოს და ბოლოს, ეს შაბათ-კვირაც რომ მოიხსნა,

ხალხი ბაზარში ძირითადად დასვენების დღეებში დადის.

 

ციცო დეიდა:

კორონა ხო გადაიტანე, რა გენაღვლება.

 

დედაჩემი:

 

ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტესტირებებს გვიტარებენ,

სიცხის გაზომვაც, ყოველ დილით, სავალდებულოა.

 

ტელევიზორის ხმა ისმის: „- ადგილობრივი მოსახლეობა პარკის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებს. „

 

1 2 3 4 5 6