ამირანი ძია:

 

არა, გვეყოფა, აღარ გვინდა, დავთვრებით, მომეკიდა,

საღამოს იყოს. (ჭიქას აფარებს ხელს)

 

ლადო ძია:

 

კაი, ბატონო, როგორც იტყვი!

 

(დგებიან. ტაბურეტებს კედელთან მიწევენ. ლადო ძია კოლოფიდან შესადუღებელ ჩხირს იღებს და დამჭერში ამაგრებს. ამირანი ძია გრძელ მილს შველერებზე დადუღებულ მილებს შორის გადებს, რომ ზომა აიღონ, თან ქვევით, ეზოში იყურება.)

 

ამირანი ძია:

 

ეს რა ქნა, კაცო, ვახტანგის ბიჭმა, ოდესმე იფიქრებდი?!

 

 

*

არადა, ისეთი არაფერი, ამ დილით, როდესაც ჩვენი სამეზობლოს

ერთი ნაწილი ეზოში სეირნობდა, მეორე ნაწილი კი

აივნებიდან ეფიცხებოდა გაზაფხულის პირველ და მცხუნვარე მზეს,

ტატომ, ციხიდან ათი დღის წინ გამოსულმა განთქმულმა ქუჩის ბიჭმა,

მანქანა ბორდიურთან მიაყენა, გააღო საბარგული,

ბარი და ხის ყუთი გადმოიღო, პერანგის მკლავები აიწია,

და, ყველას თვალწინ, გაზონზე დარგო ყვავილები.

 

 

………………..

 

განმარტებები მომავლის მკითხველისთვის:

 

* 2020 წლის პანდემიის დროს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებმა და, მათ შორის, საქართველოს მთავრობამ, ვირუსის გავრცელების შესაკავებლად შემოიღეს მთელი რიგი რეგულაციები და აკრძალვები. ერთ-ერთი იყო  შაბათ-კვირას მუნიციპალური ტრანსპორტის, ბაზრობების და სავაჭრო მოლების მუშაობის აკრძალვა. ეს რეგულაციები და აკრძალვები პერიოდულად, ვირუსის გავრცელების მასშტაბის შესაბამისად, ეტაპობრივად იხსნებოდა და ისევ შედიოდა ძალაში.

 

** კალაძე – კახა კალაძე. საქართველოს ნაკრების და „მილანის“ ყოფილი ფეხბურთელი, ამ ტექსტის დაწერის პერიოდში თბილისის მერი.

 

 

 

1 2 3 4 5 6