რეზო ძია (ეკრანს უყვირის):

 

უარესს იმსახურებთ! თქვენ არ აირჩიეთ, თქვე შობელძაღლებო?!

 

ციცო დეიდა (რეზო ძიას გასძახებს):

 

რა გაყვირებს, სულ გააფრინე?! არც შინაური რომ არ იცი და

არც გარეული! შენ თუ უყვირე, იმ წამსვე მოვლენ ჭკუაზე!

 

(მერე დედაჩემს მიმართავს):

 

სულ მალე ცათამბჯენებს ჩვენც წამოგვიჭიმავენ.

 

დედაჩემი:

 

რა ცათამბჯენებს?!

 

ციცო დეიდა:

 

როგორ, არ იცი, ცხვირწინ რომ გვიშენებენ?!

 

დედაჩემი:

 

არა, არც გამიგია.

 

ციცო დეიდა (ფანჯარასთან მიდის და გრძელი, უსახური ნაგებობისკენ იშვერს ხელს):

 

აი, ამ შენობას მალე დაანგრევენ, თურმე ჩვენს კალაძეს **

ვიღაც თავისი ფულიანი ძმაკაცისთვის ერთ ლარად მიუცია,

ეს ხომ სახელმწიფოს ბალანსზეა. ხოდა, წლის ბოლოსთვის,

ექვს მაღალ კორპუსს წამოჭიმავენ მიყოლებით.

 

დედაჩემი:

 

რას არ გაიგებ! გაიხედავ და, სახლი აღარაა,

გამოიხედავ – მის ადგილას უკვე სხვა რამე დგას!

 

ციცო დეიდა:

 

გაგიჟდა ქვეყანა! ან ამ ვახტანგის ბიჭს რა ბზიკმა უკბინა?!

 

დედაჩემი:

 

აბა?! ეგ არ ჰგავს მის საქციელს, ნამდვილად არ შეჰფერის!

 

*

12:35. იგივე დღე. ჩვენი სადარბაზოს მესამე სართულის ბინა №16. ჩემი მეზობელი, 17 წლის ზუკა  დივანზე ზის, ხელში ტელეფონი უჭირავს, ცალსაცობიანი ყურსასმენი უკეთია და ცდილობს, მუსიკაზე კონცერტრირდეს, მაგრამ  ნერვებს საშინლად უშლის სახლში მოსიარულე უფროსი დის, ეკას მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ხმა.  ეკა მობილურზე ლაპარაკობს, თან სახლიდან გასასვლელად ემზადება. ზუკას ერთი სული აქვს, მარტო დარჩეს, რადგან შეიძლება, შეყვარებული ესტუმროს.

 

 

1 2 3 4 5 6