***

 

ლ-ს

 

ვერა, გადამფრენ გარეულ იხვებს

ვერ შესწვდები და ხელს ვერ ჩაავლებ,

ჩამოსცქერიან დანგრეულ ციხეს

და ციხის ქვევით გაშლილ ტრამალებს.

 

შენც მათთან ერთად გაფრინდი სადღაც,

გადაივიწყე ტკბილი წარსული,

დასაბრუნებლად ვიცი, რომ მზად ხარ,

შორს წასული და არსად წასული.

 

მაგრამ შევძლებ კი, რომ დაგხვდე ისე,

როგორც ნამდვილ კაცს შეეფერება?!

ეს ცხოვრება ხომ კვლავ მიგრეხს კისერს,

ოხვრა ამომდის პირბასრ ბგერებად.

 

ჩემი პატარა სამყოფლის ფანჯრებს

შენსავით უკვ მზეც კი გაურბის,

ჩემ თავს, დროდადრო, მკვდარივი ვანჯღრევ

და თავს ვაბეზრებ შენზე საუბრით.

 

ვერა, გადამფრენ გარეული ხვებს

ვერ შესწვდები და ხელს ვერ ჩაავლებ,

ჩამოსცქერიან დანგრეულ ციხეს

და ციხის ქვევით გაშლილ ტრამალებს.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6