თოვა ფანჯრიდან

არც მელანდება, არც ვაზვიადებ –
ანათებს, როგორც სახე მომავლის:
ქალი, რომელიც ლამაზიადა,
ბავშვი, იმ ქალის შვილი რომარის.

ანათებს ძაღლიც, ბაღიც, გარაჟიც,
მანქანაც, რასაც თოვა შეფუთნის…
რამდენი შუქი ჩანს ფანჯარაში,
მაგრამ არცერთი მე არ მეკუთვნის…

 

დილა ზღვის სანაპიროზე

მარგალიტების ცარიელ სახლებს –
ნიჟარებს ეჭვი ავსებთ ლოქორის…
ზღვა მდუმარებას ხელივით მახლებს –
მშვენიერება სუფევს როგორი!

დავალ და ვუცქერ თვალების ამქარ
ხიბლებს და სულის ერთგულ ფარეშებს.
არ შეიძლება იარო ამგვარ
სილამაზეში ქალის გარეშე…

გულისამტკივებლები      

რამდენმა ვინმემ გადამიარა!..
სულ მოურჩენელს ვირჩენ იარებს…
მე არა მარტო ადამიანმა,
ყვავილებმაც კი გადამიარეს…

ცხოვრება რომ მცემს, ეგარაფერი.
მაგრამ თან მცემს და თანაც ჩამითრევს
ქარი, რომელიც მეკაბეადა…
წვიმა, რომელიც კოცნის კრამიტებს…

სადაც არ უნდა ვიყო, გარშემო,
არა მარტოკა ქალს და დროებას,
ვერ ნახავ ირემს, ხოჭოს, ფარშევანგს,
ჩემთვის ეს გული რომ არ მოეკლას.

მშვენიერებაც ისე გამკაწრავს –
ლამის თვალები დამაწყვეტინოს…
თევზსაც ვერ ნახავ, ჩიტსაც, ვარსკვლავსაც,
ჩემთვის ეს გული რომ არ ეტკინოს.

1 2 3 4 5 6 7