მარსს ვუცქერ

ალღოსი ანტენა შორ ტალღებს არიჭერსდა
ყურს მისვლა უხდება სიშორის კარიბჭესთან.
სიშორეს ფეხებთან ბომჟივით მივუწვები,
რომ, იქნებ, გავიგო ციური ნიუსები! –
მსოფლიოს გავუქრო თვალების შეშუპება,
თორემ აქ რაც ხდება ჯოჯოხეთს შეშურდება…
და პულსს რა დამიგდებს, ან წნევას რადამიწევს! –
გარშემო ხოცავენ უთვალავ ადამისძეს…
დავყრუვდით, დავბრმავდით, არ ვაქცევთ ყურადღებას,
ძაღლი რომ მგელდება, კატა რომ ტურავდება…
ესენი ეძებენ სათქვლეფებს, სალაფავებს,
მუცლების ტკბობისთვის ბავშვებსაც დალახვრავენ,
სურვილებს იტკბობენ ტაძრების აფეთქებით
სიავით გამძღარი – სატანის აგენტები.
მძინარე მოხუცებს ესხმიან უთენია
და შვილებს ფულებით ჯიბეებს უტენიან
და გულსაც იფხანენ, ენასაც იქავებენ,
გვთაფლავენ თავიანთ მოგონილ იგავებით,
მაგრამ დრო ამ ურიცხვ მიწიერ ტარტაროზებს
და ყველა მათ იგავს აიყვანს სამსჯავროზე,
დღემდე კი, არ უწყით, ხვალ და ზეგ რაელითდა…
მათ ბღავილს გაიგებს მარსელი აელიტაც,
ხოლო მე, ვიდრე გულს ჩემივე სტრიქონებით
ვიჯერებ და ვიდრე სიტყვებად ვიკონები
და ვიდრე ოსტატებს მივუყვან მარგარიტებს –
მარსს ვუცქერ და ცაზე მგონია გარგარიდევს…

 

უსათუოდ, უთუოდ

უსათუოდ, უთუოდ – ან თოვს, ან წვიმს, ანქრის,
როცა მინდა მოძებნა ქაღალდის და ფანქრის.
უსათუოდ, უთუოდ, როცა წერას ვიწყებ,
ან – ძალიან სუსხია, ან – ძალიან სიცხე.
უსათუოდ, უთუოდ მაშინ ვიწყებ წერას,
როცა ვინმე მემდურის, ან – მიყურებს ცერად…
პოეზია მყიფეა – მოგვევლება გარსვერ,
ზოგჯერ – ქარი მოიტანს და გაჰყვება ქარსვე…
უსათუოდ, უთუოდ გულს ვარამი ხაზავს,
როცა ვყნოსავ ცრემლების და მელანის ნაზავს,
აბა არაფრისათვის ვინ იძლევა ლექსებს! –
ან ცად უნდა დაფრენდე, ან – ვერ იდგე ფეხზე,
ან – მიჰქონდე ქარს,როგორც ზამთრისპირის ნეშო,
იყო ნაღალატევი, ანდა – უნუგეშო.
უსათუოდ, უთუოდ უნდა გკლან ან გრიყონ,
უნდა სულიც გედგას და უნდა მკვდარიც იყო,
თორემ საზარელია – აწუხებდე ღმერთებს,
სული არა გტკიოდეს და ლექსს მაინც წერდე…

 

1 2 3 4 5 6 7