ხსოვნაში

ხსოვნაში ცალკე დავაწყობ დღეებს გიჟურებს
და ფრთებს საჩემოდ არცერთი აღარ იშურებს…
საჩემო ახალ ვაშლისთვის თუნდაც მიჩურინს
მოიგონებენ ახალს და… მაგრამ ოცნებას
დააცხრებიან აწმყოში, სულდგმულ ცოცხებად…
და როცა ტკბილი სიმღერა მესმის სიჩუმის –
ვიღაცებს შავი ლაქების ძალუძთ მოცხება.
ვშლი ლაქებს, მაგრამ მაცხებენ მერე სხვალაქებს
და გავურბივარ გრძნობათა დამსვრელ ტალახებს,
როგორც გაურბის ყნოსვა ნეხვს, მყრალა ბალახებს…
და როცა ხსოვნის აჩრდილებს ვნახავ აქედან,
იქ ვჩანვარ, როგორც ფოთლების ცვენა ბაღებთან,
იქ მკვდარი ცოლი მიდის და ისე მალაგებს,
როგორც ჩვენს ლოგინს ცოცხალი დაალაგებდა…

 

 

      ციკლიდან ARTეკლები

 

მოხუცი პოეტი ახალბედებს

ჯერ ადრეა – ასე ადრე არმინდარომ
ვიყო ყველა მოგონების კარ-მიდამო.
არ მინდა რომ, ხელისგულზე სატარებელს,
გადასაგდებ რამერუმეს მადარებდეთ.
მართლა ვინმეს დასაჩაგრი კიარვარდა…
ჯერაც ძალმიძს ორთაბრძოლა იანვართან…
დარდიც არ მაქვს ყულფების და სატევრების –
მე ხომ ლექსებს ვაბაღებდი, ვატევრებდი!
მე ხომ კალმის და სტრიქონის ორიდანა
როგორ მფლეთდა, დაგანახეთ შორიდანაც!
ახლოდანაც შემიძლია დაგანახოთ,
ქაღალდის კორდს როგორ ვეძებ საბალახოდ!
და რომ ჩემთან საჭიდაოდ იქონებით,
ჯერ ფრთებივით მოიქნიეთ სტრიქონები!..

 

გარეთ დიდი ქარი ქრის

შინ მარტოკა დავრჩიდა
გარეთ დიდი ქარიქრის…
ხეებს სძვრებათ ვარჯიდან
ორეული პარიკის.
გავიკითხავ: ვარშინმე? –
და რომ მეტყვის კარიკის,
მაგონდება მაშინვე
დრო სხვა წესის, სხვარიგის…

დრო, როდესაც ტაფელას
მიხარებდა კვრარიკის…
ახლა ირგვლივ ზღვაღელავს
ყველა მძიმე თარიღის…
და ხათრი აქვს სხვაბელას
სხვა ქურდის და ბარიგის…
და ზენიტზე აფრენაც –
მილიარდი ლარიღირს.

სადღაც ტირის მაჩიტა,
შუქიც იკლებს მარიხის,
დროც ისე ქუხს ტანჯვიდან,
თითქოს, ებრძვის ლარინგიტს,
მე კი მარტო დავრჩიდა
ბედი მელის ყარიბის.
სად ხარ, ჩემო ნარჩიტავ?! –
გარეთ დიდი ქარიქრის!..

 

 

1 2 3 4 5 6 7