ბათუ დანელია
ბათუ დანელია

ბათუ დანელია დაიბადა 1950 წელს აბაშის რაიონის სოფელ ზანათში. 1987 წელს დაამთავრა მოსკოვის გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტი. გამოცემული აქვს ლექსების რამდენიმე კრებული, მათ შორის: „ქალაქი ფრთებქვეშ“, „წყნარი ქუჩა“, „მოგესალმებით არსაიდან“, „მთვარის დღესასწაული“ და სხვ.

2009 წელს წლის საუკეთესო პოეტური კრებულისთვის მინიჭებული აქვს ლიტერატურული პრემია – „საბა“. არის ასევე „გალაკტიონის პრემიის“ ლაურეატი.
დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.