მფრინავი  სახლი
ციკლიდან “ძველებურები”

სად მიფრენს, დედა, ჩვენი სახლი?
შენთან ხომარა!
ვუცქერ და, თითქოს,
ურიცხვ ხსოვნის ხაროდ ვითხრები.
თითქოს იცლება, იჩუტება, როგორც ტომარა,
რასაც ყოველდღე ქურდავენ და ყვლეფენ ვირთხები.

რად მიფრენს, დედა,ჩვენი სახლი?
თითქოს გედია
და უნდა თავის დატყვევებულ დაქალს უშველოს…
აქ არა, მაგრამ იქაური მთელი მედია
გადაირევა,
რომ ვერ გაძლო სახლმა უშენოდ.

 

 

არ  გინდოდეს!
ციკლიდან “ARTეკლები”

გუგულს ვეღარ აუკრძალავ – გუგულობდეს.
ვერც საყვირი დამუნჯდება ჩანაბერი…
მაგრამ ის ხომ შეიძლება
სულდგმულობდე
და არვისგან არ გინდოდეს არაფერი!

ვერ მოუსმენ გაჩერებულ გულისფეთქვას.
ქარიშხლისგან ვერ დაიცავ არყისტოტებს…
მაგრამ ის ხომ შეიძლება
სულიგედგას
და არვისგან არაფერი არგინდოდეს!

 

1 2 3 4 5