გადარეული  ცისქვეშეთი
ციკლიდან “ძველებურები”

მთლად ცისქვეშეთი გადაირია –
ვხოცავთ ერთმანეთს – ღმერთის წიწილებს.
რა ხდება ჩვენს თავს, ან რა ჭირია,
რომ გვჭირს და დღემდე ვეღარ ვიცილებთ?!

ყოველგან სისხლი დის და გასროლილს
თვლა აღარა აქვთ ბომბებს, რაკეტებს…
ომების აღარ ჩანს დასასრული.
ომი სატანის საქმეს აკეთებს…

იმდენ ზიზღს უნდა სულში შეთოვდეს –
სურვილიც არ მაქვს კარში გამოსვლის.
აღარ მოვუსმენ აქ არც ბეთჰოვენს,
აქ არც კითხვა მსურს “ვეფხის-ტყაოსნის”

არც ტარიობა და არც ავთობა,
შერმადინობაც ვეღარ მიტაცებს…
ამ ცოდვის ზღვიდან სადმე გავტოპავ –
არ მინდა ყოფნა დედამიწაზე!..

 

 

ყველაზე  დაუვიწყარი  ასაკი
ციკლიდან “შხეფები”

როცა
აუყვავებელ
ხეებზეც
ერთი
თანაკლასელი
გოგოს
სურნელია…

 

1 2 3 4 5