* * *

იმ ღამეს სასტუმროში,

როცა შენ აბაზანაში გახვედი,

ჩემი საწოლიდან ცალი თვალი აგადევნე.

მტრედივით სწრაფად და ჩუმად მიდიოდი, რომ არავის გაღვიძებოდა.

მე პირველად გავიგე შენი მოშარდვის ხმა.

ეს იყო ძალიან სევდიანი ხმა,

იმ ღამეში ჩაღვრილი.

შენ მთელი ღამე არ გეძინა,

მე კი შენ საბანს ვუყურებდი,

ღრუბელივით თეთრს

და მასზე მოკაშკაშე მკლავს,

ჩემი იმ ღამინდელი სიზმრის გზამკვლევს.

იმ ღამეს სასტუმროში.

შენი ნახევრად გახსნილი ჩემოდნიდან

ჩემ ძილში იყურებოდა შენი ყველა ტანსაცმელი,

ყველა საცვალი და წინდა.

რა სევდიანი ღამე იყო,

შენ სახეს ყავისფერი კარადა ეფარებოდა

და ჩემ თვალებს ქონდა მხოლოდ საბანში გახვეული ტანი,

თავის გარეშე.

როცა დახურულ დარაბებში გათენდა,

ლოგინიდან თავი წამოვწიე და პირველი რაც დავინახე,

იყავი შენ, 

უძილო თვალებითა და მწვანე თმებით,

რომლებიც ფოსფორისფრად კაშკაშებდნენ.

სანამ წინ ჩაგივლიდი,

საცვალში ამდგარი, ჩუმად გავისწორე,

შენ კი საწოლზე იყავი წამომჯდარი

და თვალს მაყოლებდი,

როგორ მივდიოდი აბაზანაში. 

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8