* * * 

შენი თმისფერი პიჯაკი ვიყიდე, 

 კოზენცაში, შემთხვევით ნაპოვნ სექნეჰენდში. 

გახსოვს როგორ ცხელოდა ?  

შენ შადრევანთან იცდიდი ბავშვებთან ერთად. 

მე კი ვეძებდი ძველმანებს. 

ეს პიჯაკი მზის შუქზე ოდნავ ღია ფერშია, ვიდრე შენი თმა. 

მაგრამ ჩრდილში ერთად რომ ვდგავართ განსხვავება თითქმის არ არის. 

მახსოვს როგორც კი გამოვედი მაღაზიიდან, 

შენ მოგაშტერდი. 

იმედი მქონდა რამეს მეტყოდი, 

მაგრამ შენ არც კი შეიმჩნიე ეს ამბავი. 

თითქოს სულ ეს პიჯაკი მქონდა 

და შენც სულ მწვანე თმა. 

ყველა მეუბნობდა რომ ნამდვილ არტისტს ვგავდი, 

და სწორედ ეს იყო ჩემი სტილი, 

ოდნავ დიდი ზომის, მწვანე პიჯაკში გამოწყობა. 

შენ კი, წესიერად არც კი შემოგიხედავს ჩემთვის. 

არ დაგიმალავ, 

სულ არ მსურდა პიჟაკის შეძენა სექენჰენდში, 

უბრალოდ როცა დავინახე, 

ის იყო ერთადერთი მწვანე პიჯაკი საკიდზე. 

და გავიფიქრე, ეს ხომ თითქმის მისი თმის ფერია 

 და როდესაც გვერდი გვერდ დავდგებით, 

ჩვენ გვექნება საერთო ფერი, 

რაღაც მაინც გვექნება საერთო. 

 

P.s 

ახლა უკვე თბილისში ვარ. 

აქ უფრო ცხელა ამ პიჯაკისთვის ვიდრე რომში, 

სულ მოუთქმელად ველოდები, 

ცოტა  აგრილდეს, 

რომ ეს პიჯაკი ისევ ჩავიცვა. 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8