* * * 

ერთი ფოტო მაქვს შენთან, 

შენ ფეხზე დგახარ და სხვა მხარეს იყურები 

მე კი მოაჯირთან ასფალტზე ვზივარ და შენ ამოგყურებ. 

ფოტო ჩემს ანდროიდში, ეფექტებით გავაშავთეთრე. 

ახლა ნამდვილი ფილმის კადრია. 

50-იან -60 იან წლებში გადაღებულს გავს. 

ჩვენს ფონზე რომის ნანგრევები, მოქუფრული ცა და მოაჯირია 

მგონი ეს მოაჯირია ფილმში „ველოსიპედის გამტაცებელნი“ 

ვიტორიო დე სიკას ფილმი, აუცილებლად უნდა ნახო,  

ან ერთხელ იქნებ ერთად ვუყუროთ. 

მინდა ეს ფოტო ყველა მოწყობილობის ფონზე დავაყენო, 

ვერავინ მიხვდება რომ ნამდვილად ჩვენ ვართ 

და ეს კადრი შემთხვევით არის გადაღებული. 

ჩვენ ხომ ისეთი ნამდვილები ვართ ამ ფოტოში, 

მინდა სახლში მაცივარზეც კი მივაკრა 

და ყველას ვინც მკითხავს თუ ვინები არიან ამ ფოტოზე, 

ვუპუსახო, რომ ფილმი არ მახსოვს, 

მაგრამ ეს იყო ძალიან ამაღელვებელი და ნამდვილი ფილმი  

50-იანი ან  60-იანი წლებიდან. 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8