* * * 

მე პატარა გორაზე

ჩამოვჯექი და ვცდილობ

სხივებს ძაღლივით წამოვუწვე,

მორჩილად და ცოტათი თვალთმაქცობით,

რადგან უფრო მეტი სითბო მჭირდება.

ვკოტრიალობ ბალახის საბანში,

ტანს ვინამავ მინერალებით,

ხოჭოებით, ჭიანჭველებით.

აღარ ვფიქრობ ღრუბელთა განლაგებაზე და ქარზე,

თვალებში მხოლოდ მზის ისრებს ვისობ და ვინაბები.

ისეა თითქოს,

ციდან ყვავილები ეშვებიან,

რომლებიც მხოლოდ მიწიდან უნდა ამოსულიყვნენ.

(რათა ფარულად შემხებოდნენ.)

მაგრამ პირიქით,

ახლა ყველაფერი ზემოდან არის,

როგორც მაგარი ბოზი,

რომელიც უცნობ სექსუალურ პოზებს მთავაზობს.

ვიკარგები სიამოვნების ბუდეებში,

თვალებს მაგრად ვხუჭავ და ვახელ,

ყველა ტკივილს რაც განმიცდია,

კანიდან ვიფხეკ.

თუმცა მთავრდება ყველაფერი,

ფეთქავს და კვდება,

მზე კვნესით იკარგება ჰორიზონტზე,

ცას წითლად ზოლავს,

და რჩება ზიზღი, გაუცხოება,

ცოტა სიცივეც. 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8