* * * 

შემეძლო მეყურებინა შენი მძინარე სახისთვის, 

მატარებლის ფანჯარაში. 

რომელმაც ზუსტად აირეკლა შენი 

ძილის ყველა თავისებურება. 

გაწონასწორებული და მშვიდი, 

წინასწარ გათვლილი სიზმრებით. 

ნეტავ ოდესმე შევძლებ შენს სიზმრებში ავღმოვჩნდე ? 

ჩემი ექსცენტრიული მოქმედებებით, 

დაუფიქრებელი წინადადებებით, 

რომლებსაც შენი ძილიც და სიფხიზლეც, 

ყოველთვის ოსტატურად უკან იტოვებს. 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8