* * *

ხედავ?  ცხოვრება  დავამსგავსეთ  განსაცდელს!  ხმაში

სიფიცხე  ჩადგა  და  მზერაში  ეჭვი  ჩაშენდა! –

მეტყვი  და  ხელებს,  როგორც  აფრებს,  საშველად  გაშლი,

რომ  უმეგზურო  ამ  ცხოვრებას,  ჯერაც  არშემდგარს!

მლაშე  ცრემლები  აირეკლავს  ნაბილიკარებს,

სადაც  არასდროს  შევდგებით  და მაინც  ჩრდილებად

გავკრთებით…  და ვინც  არ დავეცით,  სუნთქვა ვიკმარეთ,

ვისაც  საკუთარ თავზე  უფრო  გვემორჩილება

ამ მიწის ბრუნვა, ერთი მზე და მთელი სამყარო,

ვეპატრონებით  გაშლილ ხრიოკს, რადგან ვიცით, რომ

ხე საოცარი ტკივილია, როცა არ ხარობს…

მას შეუძლია სიკვდილზე და სუსხზე იფიქროს…

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9