* * *

თითქოს დამიცდა თითი სასხლეტზე,

ტუჩების კვნეტა ჩვევად მექცა და

ამ სისხლის გემოს შენ რას დაეძებ,

იქნება, ერთხელ მოსვლაც გეცადა…

ჩემ გამო არა! სულაც არ გელი,

ლოდინი ცრემლის გემომ წაშალა.

იქნებ,  დაგეხსნა ჩემგან სარკმელი,

ჩემი მზერისგან – ვიწრო გზა-შარა!

 

 

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9