* * *

გამოვეხეტე ახლა სახლიდან.

გრძნობაზე გითხრა? ვერც კი მოისმენ

(მზერამ ზურმუხტი ისე ასხლიტა,

ცამ გადაუხსნა მკერდი მოლისფერს)…

გამიფერმკრთალოს იქნებ სიფიცხე

გზამ – დაწყვეტილი გულით ნანდომმა.

შეხვედრის ელდას ვეღარ ვივიწყებ…

შენ გიპოვე და … უფრო მარტო ვარ!

ხელებს (თუ უფრო – მზერას!) გამოწვდილს

მივყვები! ღმერთიც ვეღარ მიფარავს!

რა დამამშვიდებს, როცა გამოცდილ

სიყვარულს მისხალ-მისხალ ვიპარავ…

 

 

1 2 3 4 5 6 7 8 9