* * *

უხერხულია ახლა დავღონდე…

ეს სიცივეც ხომ მზისკენ მიბიძგებს,

მე მაინც მინდა, ერთი გზა გვქონდეს

და იყოს ეს გზა თუნდაც ბინდისკენ!

განა ცრემლია ოხრად მარტოდენ,

არის თოვლიც და არის ზამთრის ცა…

შენი თვალები თუკი მათბობდნენ

აქამდე, ახლა მზერამ გამცრიცა…

შენი რა ბრალი, მე ვერ ვივარგე,

ვინ შემიყვარა დღემდე (შფოთი ვარ!)

ისე, რომ ღირდეს ამ უხიაგი

და ვერშემდგარი ყოფის მოტივად?!

 

1 2 3 4 5 6 7 8 9