ლურსმანი

 

ძლივს ემჩნეოდა შუაში კედელს

და მთელ ბაღზე ეჭირა თვალი,

ნათესებზე, ჭარხალს სად ვდებდით,

საქათმეზე, ბოლოკის კვალიც

 

არ რჩებოდა შეუმჩნეველი. მოიცავდა სრულად

სამყაროს, ზედ ვკიდებდით  ჩარჩოებს, ქუდებს,

ქოლგებს, ჟაკეტებს და  საწვიმარს,

ვიდრემდის მისი არსებობა არ მიგვავიწყდა.

 

მაგრამ მის მახვილ მზერას ვერსად დავემალებით,

თუმც რახანია მივატოვეთ ის სახლი, ქუჩა

და ქალაქიც,  ის მარად მოჩანს.

 

ისევ ელვარებს აღმოსავლეთ და დასავლეთით,

და ნიშანს აძლევს ღამეში მავალთ,

ძველ მეზღვაურებს ნუგეშსაც ეტყვის.

 

 

1 2 3 4 5 6 7