შთიორთებეკერი *

 

„მეცხრე ვარ, ცუდი ადგილია.

თუმცა კი ის ჯერაც მოძრაობს“. (გიუნტერ აიხი)

 

ის ჯერაც მიდის, მისი თავი შეჰყურებს ტანს

როგორ მოძრაობს. მაგრამ თვითონ,

თვითონ სად არის? ბოლო მზერაში –

კალათიდან, თუ ამ არეულ ბრმა ნაბიჯებში?

მე მეცხრე ვარ. ოქტომბერია.

სიცივე და კანაფის თოკი ხორცს გვიჭრის, ვდგებით

მუხლებზე, მწყობრად, ღრუბლის ფთილების

სითეთრეში, თავზე რომ გვადგას,

თითქოს ზემოთ დედალს პუტავდნენ

დღესასწაულის სამზადისში მყოფი ქალები.

მამაჩემი ნაჯახის ტარს გამხდარ ხელს უჭერს,

მზეზე პრიალებს ფოლადის პირი. თავცაწლილი

სისხლიანი ქათამი დახტის, გზის პოვნას ცდილობს,

ორი სამყაროს გასაყარზე, აღნავლებულ პატარებს შორის.

 


* კლაუს შთიორთებეკერი, (იგივე კლაას, ან ნიკოლას) ლეგენდარული მეკობრე, რომელსაც 1401 წელს სახალხოდ მოჰკვეთეს თავი ჰამბურგში, თავის 72 ზღვაოსანთან ერთად. ლეგენდის თანახმად, მას ჰამბურგის ბურგომისტრი დაჰპირდა, რომ იმდენ ტყვეს შეუნარჩუნებდა სიცოცხლეს, რამდენის წინაშეც იგი თავმოკვეთილი გაივლიდა. უთავო შთიორთებეკერმა 11 მეკობრის წინ ჩაიარა, მერე კი ჯალათმა საქონდაქრე ესროლა ფეხებშიო (სხვა ვერსიით, ფეხი დაუდოო). ყაჩაღის წაქცევის შემდეგ ბურგომისტრმა დაპირება არ შეასრულა და სამოცდათორმეტივე სიკვდილით დასაჯა.

 

 

1 2 3 4 5 6 7